| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) –რუსეთის მეღვინეთა კავშირი აფრთხილებს ქვეყნის მოსახლეობას ღვინის სავარაუდოდ 15%-ით გაძვირების თაობაზე, რისი მიზეზიც გახდება მარკირების ახალი სისტემის დანერგვა.
საუბარია სისტემაზე სახელად „პატიოსანი ნიშანი“, რომელიც ივნისში ამოქმედდება, და ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობას შეეხება, ყურძნის ღვინოების ჩათვლით. სიახლის მიზანია უხარისხო და კონტრაბანდული პროდუქციის წინააღმდეგ ბრძოლა, და მსგავსი სისტემა სხვა საქონელთან - მაგალითად, რძის ნაწარმის და წამლების მიმართებაშიც მოქმედებს.
მეღვინეთა კავშირი დარწმუნებულია, რომ ახალი რეგულაცია ღვინის, როგორც ადგილობრივის, ასევე იმპორტულის, თვითღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის.
თავად სისტემის ოპერატორის, კომპანია პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის დირექტორის ალექსანდრ გალიცკის თქმით, მარკირების სისტემა გაძვირებას არ გამოიწვევს, რადგანაც ის მეწარმეებისგან დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს, და ციფრული კოდი სააქციზო მარკაზე იქნება დატანილი.
ნიშანდობლივია, რომ ამ კომპანიის მფლობელია რუსი მილიარდერი, პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ბიზნესმენი ალიშერ
უსმანოვი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss