ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სავალუტო რეზერვები იხარჯება
8 თებერვალი, 2022, 15:49
სავალუტო რეზერვები იხარჯება

თბილისი (GBC) – სავალუტო რეზერვები ისევ შემცირდა $100  მლნ-ზე მეტით. სებ-ის ინფორმაციით იანვარში რეზერვების შემცირება,  სავალუტო სვოპის მოცულობის კლებას, თუმცა ძირითადად  მთავრობის სავალუტო ხარჯებს უკავშირდება. ფინანსთა სამინისტრომ  საგარეო ვალის პროცენტი გაისტუმრა.

სარეზერვო აქტივები 4.078 მლრდ აშშ დოლარამდეა შემცირებული (01.01.2022 – $4.272 მლნ).

დეკემბრისგან განსხვავებით, იანვარში დონორების ჩარიცხვები არ აღინიშნება. მთავრობა  დიდ ინექციასაც არ ელის  პირველ კვარტალში, სულ 30 მლნ ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი ჩაირიცხება.

 „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის“ ფარგლებში, სადაც სებ-იც მონაწილეობს ცალკე კომპონენტით (მსესხებელი  IBRD (რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი) პირველ  კვარტალშის  472 000  ევრო ჩაიერიცხება (ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ  სებ-ის კომპონენტის წილის შესახებ ინფორმაციის

შეგროვება ცდება სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებს, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.პროექტს ახორციელებს  „აწარმოე საქართველოში“,  რომელმახ დეკემბერში 90  149 ლარი აითვისა.

 დეკემბერში  დონორებისგან (სესხები: ADB, AIIB, AFD, CEB, WB, IFAD;  გრანტები: EU, KfW, E5P, EPTATF) 380 მლნ აშშ დოლარამდე ჩაირიცხა; ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი 326 მლნ აშშ დოლარის ($) სესხი, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი $ 39 მლნსაინვესტიციო სესხი $10.8 მლნ და 3.8 მლნ აშშ დოლარის საინვესტიციო გრანტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები