ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს მრეწველობაში 128 000 ადამიანი მუშაობს
7 თებერვალი, 2022, 14:33
საქართველოს მრეწველობაში 128 000 ადამიანი მუშაობს

თბილისი (GBC) –2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მრეწველობაში 128 000 ადამიანი მუშაობს - ეს მაჩვენებელი ბოლო წლების მანძილზე თითქმის არ შეცვლილა, ყველაზე მაღალი კი ის 2018 წელს - 131 000, ხოლო ყველაზე დაბალი - 2014 წელს - 115 500 იყო.

 მაჩვენებლის უცვლელობა მრავალი წლის მანძილზე ადასტურებს ქვეყნის ნელ ეკონომიკურ ზრდას, და ასევე ინვესტირების არასათანადო ინტერესს მრეწველობისადმი. ეს ასევე საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია 3,7 მლნ. მთლიანი და 2,8 მლნ. შრომისუნარიანი მოსახლეობის ფონზე - ბოლო მაჩვენებელთან შედარებით მრეწველობაში მხოლოდ 4,5%- დასაქმებული.

რეალური ეკონომიკის კიდევ ერთ დარგში - მშენებლობაში - ციფრები ბევრად უფრო კონტრასტულია - 2021 წელს ამ დარგში მუშაობდა 62 600 ადამიანი, რაც ყველაზე ნაკლები მაჩვენებელია 2014 წლიდან - პანდემიურ 2020-ში კი მშენებლობაში მეტი - 66 000 - ადამიანი მუშაობდა.~ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო წინა წლებში - მაქსიმალური დასაქმება სამშენებლო ინდუსტრიაში 2016 წელ იყო - 76 200 ადამიანი. შედარებით ნაკლები იყო მშენებლობაში დასაქმების მაჩვენებელი 2014 წელს, თუმცა, ის 2021 წელზე მაღალი მაინც იყო - 68 900.

შესაბამისად, ჯამურად გამოდის, რომ რეალურ ეკონომიკაში 2021 წელს დასაქმებული იყო 190 000 ადამიანი, რაც ჯამურად შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 6,7%-.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები