ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch-მა საქართველოს რეიტინგი „BB“ დონეზე, პერსპექტივა - „სტაბილურზე“ შეუნარჩუნა
7 თებერვალი, 2022, 13:27
Fitch-მა საქართველოს რეიტინგი „BB“ დონეზე, პერსპექტივა - „სტაბილურზე“ შეუნარჩუნა

თბილისი (GBC) –  საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის დასკვნით, BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეფექტური და სანდო პოლიტიკის ჩარჩო და ძლიერი მმართველობის ინდიკატორები ქვეყნის სარეიტინგო პოზიციას ამყარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ოფიციალური კრედიტორების გრძელვადიანმა მხარდაჭერამ მაკრო სტაბილურობის რისკები შეამცირა და უზრუნველყო საჭირო დაფინანსება. საკრედიტო კუთხით ეს ძლიერი მხარეები ბალანსდება სახელმწიფო ვალის არსებითი სავალუტო რისკებით, მაღალი ფინანსური დოლარიზაციითა და იმავე რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით სუსტი საგარეო სექტორის ფინანსებით.

სარეიტინგო სააგენტო ასევე აღნიშნავს: „დეკემბერში წლიური ინფლაცია 13.9%-მდე გაიზარდა, რაც მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდას, ლარის გაუფასურებასა და კომუნალური გადასახადების გაძვირებას ასახავს. 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი მოკლევადიანი ინფლაციური მოლოდინების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 250 საბაზისო პუნქტით, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა. ჩვენ მოველით, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას 2022 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნებს. მაღალი საბაზო ეფექტების მილევის კვალდაკვალ, ინფლაციამ შემცირება 2022 წლის მე-2 კვარტლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, მაღალი ინფლაციური მოლოდინების გრძელვადიანად შენარჩუნება მოწყვლადობას წარმოადგენს. ჩვენ ვპროგნოზირებთ საშუალოდ 7%-იან წლიურ ინფლაციას 2022 წელს, 2021 წლის 9.6%-ის შემდეგ“.

Fitch ასევე აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგზე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტის უარყოფითი გავლენა ბალანსდება ძლიერი და თანმიმდევრული მაკრო პოლიტიკით. საკრედიტო რეიტინგზე ამ უკანასკნელის დადებითი გავლენა გულისხმობს საქართველოს მაკრო პოლიტიკის ჩარჩოს სიძლიერესა და თანმიმდევრულობას, მათ შორის სანდო მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოსა და ფრთხილ ფისკალურ სტრატეგიას. ამ პოლიტიკების ერთობლიობამ, ისტორიულად, საგარეო შოკებისადმი, მათ შორის, ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ნეგატიური მოვლენებისადმი, მდგრადობა წარმოაჩინა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის რისკები შეამცირა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები