| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ლარი Bloomberg-ის პლატფორმაზე წინა კვირას დაწყებულ გამყარებას აგრძელებს - 4 მარტს კურსი ფსიქოლოგიურ ნიშნულს - 3 ლარს 1 დოლართან მიმართებაში - 4 თებერვალს გასცდა. ამჟამად პროცესი გაგრძელდა, და 7 თებერვალს ქართული ეროვნული ვალუტის ღირებულება 2,9430-მდე გაიზარდა. ეს ყველაზე დაბალი კურსია 2020 წლის 13 მარტის შემდეგ.
ამ დროისთვის ეროვნული ბანკის კურსი 2.9867 ლარია დოლართან მიმართებაში. საყურადღებოა, რომ ლარის გამყარება 2022 წლის იანვარში დაიწყო, თუმცა, ამის მიუხედავად, საყოველთაო ფასების ზრდა, რომლის ერთ-ერთი ტრადიციული ახსნაც ბიზნესის მხრიდან სწორედ ლარი დევალვაცია იყო, კვლავ გაგრძელდა.
იანვარში დეკემბერთან შედარებით ფასები 1,1%-ით გაიზარდა, თუმცა რეალური ინფლაცია, ყველაზე მოთხოვნად პროდუქციაზე ბევრად მაღალი აღმოჩნდა - მაგალითად. 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა კომუნალური მომსახურება (2,9%) და სურსათი (2,5%). ლარის შთამბეჭდავი გამყარების ფონზე ფასების მნიშვნელოვანმა ზრდას აანონსებენ საწვავზე და პურპროდუქტებზე.
ამ ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება ამ პროდუქტებზე ფასების ზრდას ვერ შეუშლის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss