| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკის,
Visa-ს, Extra.ge-სა და
Adapter-ის პარტნიორობით, რამდენიმე
თვეა
ქალი
მეწარმეებისთვის
ციფრული
ადაპტაციის
პროექტი
ხორციელდება.
პროექტი
მონაწილეებს
ბიზნესის
უფასოდ
გაციფრულებასა
და
დისტანციური
გაყიდვების
მართვაში
ეხმარება.
“Adapter”-ის
საშუალებით
უკვე
60 კომპანია საკუთარ პროდუქციას
Extra.ge- ზე ყიდის.
“პროექტის
მონაწილეებმა
ისეთი
მნიშვნელოვანი
მიმართულებებით
მიიღეს
მხარდაჭერა,
როგორიცაა:
დისტანციური
გაყიდვები,
გაყიდვების
და
მარაგების
მართვა,
საბანკო
სერვისები,
დისტრიბუცია
და
ლოგისტიკა.
პროექტში
ჩართულმა
მეწარმეებმა
2021 წელს უკვე გაყიდეს
700-ზე მეტი პროდუქტი, მიიღეს
44 000 ლარზე მეტი შემოსავალი.
„მოხარული
ვართ,
რომ
პროექტში
უკვე
ჩართულია
60 ქალი მეწარმე, რომლებმაც
მნიშვნელოვნად
გაზარდეს
მათ
პროდუქციაზე
ხელმისაწვდომობა
საკუთარი
მაღაზიის
გაციფრულებით.
ისინი
წარმატებით
ყიდიან
პროდუქტს
ყველაზე
დიდ
ინტერნეტ
მოლზე,
Extra.ge-ზე. გარდა ამისა,
საქართველოს
ბანკის
ინიციატივით,
აქტიურად
გრძელდება
მონაწილეების
პროდუქციის
სოციალურ
ქსელებში
პოპულარიზაცია,
რათა
გავზარდოთ
მათი
ცნობადობა“,
– განაცხადა საქართველოს ბანკის
მცირე
და
საშუალო
ბიზნესის
მიმართულების
ხელმძღვანელმა,
ზურაბ
მასურაშვილმა.
„Visa
და
საქართველოს
ბანკი
იზიარებენ
საერთო
მისიას,
რომელიც
ინოვაციური
უნაღდო
გადახდების
ხელშეწყობასა
და
ადგილობრივი
საზოგადოების
განვითარებას
ემსახურება.
ჩვენი
სტრატეგიის
უმნიშვნელოვანესი
მიმართულება,
გულისხმობს
ქალთა
გაძლიერებას,
რასაც
Visa-ს #She’sNext ინიციატივის ფარგლებში,
რეგიონის
მასშტაბით
ვახორციელებთ.
Visa-ში ჩვენ გვჯერა,
რომ
მტკიცე
მხარდაჭერით,
ხელს
ვუწყობთ
ქალი
მეწარმეების
პროფესიულ
ზრდას,
ვუმარტივებთ
ახალ
რეალობასთან
ადაპტაციას,
შთავაგონებთ
ბიზნესის
წამოწყების
საქმეში“
- აღნიშნა Visa-ს რეგიონულმა
მენეჯერმა
კავკასიის
რეგიონში
დიანა
კიღურაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss