| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ევროკავშირი
გაზის
მიწოდების
ზრდასთან
დაკავშირებით
მოლაპარაკებებს
აშშ-სთან,
ნორვეგიასთან,
ყატართან
და
აზერბაიჯანთან
აწარმოებს
- განაცხადა ევროგაერთიანების საგარეო
საქმეთა
მინისტრმა
ჯოზეპ
ბორელმა.
მისი თქმით, მოკლევადიან
პერსპექტივაში
ევროპისთვის
სულ
უფრო
აქტუალური
იქნება
ენერგოუსაფრთხოების და გაზის საკმარისი
რაოდენობით
მიღების
საკითხები.
„ჩვენ
ეს
პრობლემები
უნდა
გადავწყვიტოთ,
და
ამისთვის
აუცილებელია
საწვავის
მიღების
წყაროების
მეტი
დივერსიფიცირება.
აშშ
უკვე
არის
თხევადი
გაზის
უმსხვილესი
მიმწოდებელი
ევროპაში,
და
ჩვენ
ამ
კუთხით
თანამშრომლობას
ვაღრმავებთ.
ასევე
ვაწარმოებთ
მოლაპარაკებებს
ნორვეგიასთან,
ყატართან,
აზერბაიჯანთან
და
სხვა
ქვეყნებთან“
- განაცხადა ბორელმა.
4 თებერვალს ბაქოს
ჩატარდა
სამხრეთ
გაზის
დერეფნის
საკონსულტაციო
საბჭოს
სხდომა,
რომელშიც
მონაწილეობდნენ
ევროკომისარი
ენერგეტიკის
საკითხებში
კადრი
სიმსონი
და
აშშ-ს პრეზიდენტის
პირადი
წარმომადგენელი
ამ
დარგში
ამოს
ჰოჰშტეინი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ
ალიევთან
შეხვედრის
დროს
კადრი
სიმსონმა
განაცხადა,
რომ
სამხრეთ
დერეფანი
- ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების
დივერსიფიცირების,
სტაბილურობის,
და
ფასებზე
კონტროლის
სანდო
მექანიზმია.
სამხრეთ დერეფანი არის
გაზსადენთან
სისტემა,
რომელიც
აზერბაიჯანიდან
საქართველოს
გავლით,
ევროპას
გაზს
მიაწვდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss