ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რომან გოცირიძე: ლარს სებ-ის მიერ ბანკების დაკრედიტების შემცირება ამყარებს
4 თებერვალი, 2022, 15:44
რომან გოცირიძე: ლარს სებ-ის მიერ ბანკების დაკრედიტების შემცირება ამყარებს

თბილისი (GBC) – „ეკონომისტმა რა ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ თავის Facebook-გვერდზე ლარის გამყარებასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა - მისი აზრით, გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ეროვნული ბანკის პოლიტიკის გადახედვაა.

ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების( .. რეფინანსირების სესხები) მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა-2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე.

სესხების შემცირების მიზეზებს არ მოვყვები. არაა ეს დამოკიდებული მხოლოდ რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე(10,5 პროცენტი).

ეროვნული ბანკის შეცდომები იყო პირველ რიგში ლარის არასტაბილურობის მიზეზი, როცა ანგარიშს არ უწევდა რეფინანსირების სესხების როლს და ფაქტობრივად, კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ჰაერიდან ქმნიდა ფულს.

ზოგიერთ პერიოდში მისი მოცულობა სამ მილიარდ ლარსაც კი აჭარბებდა, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზი ხდებოდა.

ლარის გამყარებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ როგორც გამყარებაში ასევე გაუფასურებაში არის ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი(ბრალი)“- მიიჩნევს გოცირიძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები