ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსპორტი 2021 წლის მე-4 კვარტალში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა
4 თებერვალი, 2022, 14:17
ექსპორტი 2021 წლის მე-4 კვარტალში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) – 2021 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნა საქონელზე გაზრდილია,  მძლავრმა შიდა მოთხოვნამ კი საქონლის იმპორტიც გაზარდა - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

ამას საერთაშორისო ტურიზმის გააქტიურება დაემატა და უცხოელი ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლები თანდათანობით გაიზარდა.

გარდა ამისა, სწრაფი ფულადი გზავნილების მატება გრძელდება. ჯამში, გაზრდილი საგარეო შემოდინებების გავლენით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის მესამე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 203 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

არსებული შეფასებით, 2021 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კვლავ ორნიშნა იქნება, თუმცა ნაკლები, ვიდრე ეს 2020 წელს იყო.

საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 2021 წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 32.4%ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 18.6%-ით მაღალი იყო.

საქონლის ექსპორტი რეგიონის ქვეყნებში არსებითად გაიზარდა. 2021 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთში ექსპორტის ზრდას ყველაზე დიდი წვლილი (წლიურად 5.5 პპ) ჰქონდა, რაც უმეტესად ფეროშენადნობებსა და სპირტიან სასმელებს უკავშირდება.

თურქეთში ფეროშენადნობებისა და ტანსაცმლის ექსპორტმა მოიმატა. სომხეთში ზრდა გაყინული ხორცისა და სამშენებლო მანქანების გაყიდვების მატებით იყო განპირობებული. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია

ესპანეთში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან გამოსარჩევია აშშ-ში გაზრდილი ექსპორტი (5.7 პპ წვლილი ექსპორტის ზრდაში) ფეროშენადნობებზე

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები