| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში ინფლაციამ საქართველოში 1,1% შეადგინა.
ამავე დროს, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით მოიმატა.
პარალელურად, თითქმის ყველა საქონელი და მომსახურება გაძვირდა.
2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა კომუნალური მომსახურება (2,9%) და სურსათი (2,5%). წლიურ ჭრილშიო გაძვირების ლიდერია ისევ კომუნალური მომსახურება, რომელიც 44%-ით გაძვირდა.
მნიშვნელოვანია ასევე ფასების ზრდა სურსათზე (16,2%), ტრანსპორტი (16,2%), სასტუმროები და რესტორნები (16%).
ამ საყოველთაო გაძვირების პირობებში ერთად-ერთი გამონაკლისია - დარგი, რომელშიც ფასები არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა - ეს არის ტანსაცმლით და ფეხსაცმლით ვაჭრობს - წლიურ ჭრილში ეს საქონელი საქართველოში 0,9%-ით გაიაფდა.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფასების შემცირება იანვარში დეკემბერთან შედარებით - 3,8%-ით. გარდა თვიურ ჭრილში 2,6%-ით გაიაფდა გართობა და დასვენება, 0,2%-ით განათლება, ხოლო 2021 წლის იანვართან შედარებით 0,4%-ით გაიაფდა კავშირგაბმულობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss