ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები საპროცენტო პირობების მცირედით გამკაცრებას ელიან
3 თებერვალი, 2022, 16:41
ბანკები საპროცენტო პირობების მცირედით გამკაცრებას ელიან

თბილისი (GBC) - საპროცენტო პირობები ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის მცირედით შემცირდა, ხოლო იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორის წარმომადგენლები მომდევნო კვარტალში საპროცენტო პირობების მცირედით გამკაცრებას ელიან ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებისთვის, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელიან, თუმცა პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის გამო, სამომავლო პროგნოზის გაკეთება რთულია. 

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, სექტემბერთან შედარებით, განაკვეთები კორპორატიულ ბიზნეს სესხებზე მცირედით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნეს და საცალო სესხებისთვის მცირედით შემცირდა. კერძოდ, კორპორატიულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით გაიზარდა და 10.2%-შეადგინა. საცალო სესხებზე 1.5 პპ-ით შემცირდა 14.1%-მდე ხოლო მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე საპროცენტო 0.3 პპ-ით შემცირდა 9.9%-მდე.

დეკემბერში, სექტემბერთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მცირედით გაიზარდა 10.3%-მდე, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე მცირედით შემცირდა და 1.7% შეადგინა. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები