| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021
წლის მეოთხე კვარტალში საკრედიტო პორტფელის ზრდა, კვლავ, უმეტესწილად, ეროვნული ვალუტით
გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული. დეკემბერში უცხოური ვალუტით დენომინირებული
პორტფელის წლიური ზრდის ტემპი გაიზარდა და 12.9% შეადგინა, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის
ტემპი 3.1 პპ-ით შემცირდა თუმცა კვლავ მაღალ ნიშნულზე - 24.9% იყო. მეოთხე კვარტალში სესხების ლარიზაციის
მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით,
49.1% შეადგინა.
„მოსალოდნელია,
რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ასევე
ბოლო პერიოდში სარეზერვო მოთხოვნების ცვლილება, რომელიც ბანკებს დეპოზიტების ლარიზაციის
მოტივაციას უზრდის. ლარიზაციის ზრდა ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით
გადადგმული ნაბიჯია“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.
დეკემბერში,
სექტემბერთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ მოიმატა და გაცვლითი კურსის
ეფექტის გამორიცხვით, 18.2% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული
სესხების ზრდის ტემპი 3.5 პპ-ით გაიზარდა და 18.6% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე
გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 1.2 პპ-ით გაიზარდა, 17.9%-მდე
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss