ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინფლაცია 2022 წელს შემცირებას დაიწყებს
2 თებერვალი, 2022, 18:35
ინფლაცია  2022 წელს შემცირებას დაიწყებს

თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, მთლიანი ინფლაცია, გასული წლის მკვეთრი მატების შემდგომ, 2022 წელს შემცირებას დაიწყებს.



ამგვარი პროგნოზის საფუძველს, ერთი მხრივ, კვლავ ის გარემოება წარმოადგენს, რომ ფასების მიმდინარე მაღალ ზრდაში პანდემიით განპირობებული მიწოდების ერთჯერადი, ეგზოგენური ფაქტორები დომინირებს.

მათი ამოწურვა ინფლაციას წლიურ ჭრილში, ავტომატურად, შემცირებისკენ უბიძგებს.

მეორე მხრივ, გასულ წელს, ინფლაციური რისკების გამოკვეთის პარალელურად, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას თანმიმდევრულად ამკაცრებდა, რის საბოლოო და სრულ შედეგსაც ინფლაციაზე 2022 წლის განმავლობაში ვიხილავთ.

არსებული პროგნოზით, პოლიტიკის ამგვარი რეაგირების ფონზე, 2022 წელს ინფლაცია საშუალოდ 7.3%-ს შეადგენს და წლის ბოლოს მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

2021 წლის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალი ტემპით - 10.6%-ით გაიზარდა. არსებული პროგნოზით, წინა პროგნოზის მსგავსად, 2022 წელს რეალური მშპ-ის ზრდა 5%-ს მიაღწევს.



რეალური მშპ-ს დონეში (განსხვავებით ზრდის ტემპისგან) კვლავ მნიშვნელოვანი იქნება საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკის მხარდაჭერისკენ მიმართული ფისკალური დანახარჯების წვლილი.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეულწილად გაუმჯობესდა საგარეო შემოსავლები, მათ შორის ტურიზმიდან, ამ კუთხით გავლენა 2022 წელს, საბაზო სცენარის დაშვებებით, მოკრძალებული იქნება - გამომდინარე პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებული გაურკვევლობიდან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა და განაკვეთი ეტაპობრივად 10.5%-მდე გაიზარდა. ამით უზრუნველყოფილ იქნა ყოველ დამატებითად გამოკვეთილ ინფლაციურ რისკზე თანმიმდევრული პასუხი.

2 თებერვლის სხდომაზეც, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული პოზიცია შეინარჩუნა. რაც შეეხება პოლიტიკის განაკვეთის სამომავლო ტრაექტორიას, მას ინფლაციის მოლოდინების ცვლილება განსაზღვრავს.


შესაბამისად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე კლების მოლოდინი პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას და მის ნეიტრალურ დონესთან დაახლოებას გამოიწვევს, რომელიც არსებული შეფასებით 6.5%-ის ფარგლებშია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები