ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უწყებები, რომლებიც გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ
2 თებერვალი, 2022, 15:57
უწყებები, რომლებიც გამარტივებულ შესყიდვებზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ

თბილისი (GBC) - გასულ 2021 წელს სახელმწიფო უწყებებიდან გამარტივებულ შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა შპს ემ თი ეიმ - (ყოფილი თეთნულდი დეველოპმენტი)  დახარჯა. შესყიდვა სვანეთში ახალი საბაგიროს მშენებლობას უკავშირდებოდა. კერძოდ, გამარტივებული გზით უწყებამ ჯამში 44.5 მლნ ლარის შესყიდვა განახორციელა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებით, გამარტივებულ შესყიდვებზე 40.6 მლნ ლარი დახარჯა 2021 წელს თბილისის მერიამ, მესამე ადგილზე კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა - 31.5 მლნ ლარით.

გასულ წელს 17.1 მლნ ლარი დახარჯა გამარტივებული გზით შესყიდვებზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კი 15.1 მლნ ლარი.

გამარტივებული შესყიდვები განსაკუთრებით გააქტიურდა პანდემიის დროს. 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის 30 სექტემბრამდე სახელმწიფო უწყებებმა სატრანსპორტო საქონლის და მომსახურების შესყიდვის მიზნით 6,200-მდე კონტრაქტი გააფორმეს გამარტივებული გზით. აღნიშნული კონტრაქტების ჯამური ღირებულება 43 მლნ ლარამდეა. ამ მხრივ ყველაზე მეტი თანხა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ (16.2 მლნ ლარი) და „ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “(4.3 მლნ ლარი) დახარჯეს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები