ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ყველაზე მეტად 31-50 წლის ასაკის უცხოელები ჩამოდიან
2 თებერვალი, 2022, 13:32
საქართველოში ყველაზე მეტად 31-50 წლის ასაკის უცხოელები ჩამოდიან

თბილისი (GBC) -საქართველოში ყველა ასაკის უცხოელი ვიზიტორი ჩამოდის, თუმცა, შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, მათ შორის 31-50 წლის ადამიანები ჭარბობენ.

კერძოდ, 2021 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს 210 400 უცხოელი ეწვია, მათ შორის 31- 50 წლის ასაკის 101 500 ვიზიტორი იყო. დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფები შემდეგნაირად განაწილდა - 15-30 წლის - 59 000, ნაკლებია 51-70-ს კატეგორია - 46 900, ყველაზე მცირერიცხოვანი კი  - 70 წელს გადაცილებული ვიზიტორები იყვნენ - 3000.

2021 წლის სხვა პერიოდებში რიცხობრივი განსხვავების მიუხედავად, ასაკობრივი ჯგუფების შეფარდება უცვლელია.

იგივე სურათი იყო პანდემიამდელ 2019 წელსაც - პირველ კვარტალში ქვეყანაში ჩამოვიდა 347 600 უცხოელი, მათ შორის 31-50 წლის 164 300 ადამიანი იყო, მეორე კვარტალში - 448 500 და 205 600, მესამეში - 732 500 და 327 200, მეოთხეში  - 401 900 და 206 200.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები