ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ღარიბები და მდიდრები ევროპაში - სადაა საქართველო?
2 თებერვალი, 2022, 12:31
ღარიბები და მდიდრები ევროპაში - სადაა საქართველო?

თბილისი (GBC) – ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის 28 ქვეყანაში 118 მლნ. ანუ, მთლიანი მოსახლეობის 23,76% ღარიბი მოქალაქე ცხოვრობს. ამ კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბულგარეთშია - 38,8%, ასევე რუმინეთში - 35,4%, საბერძნეთში - 34,8%, ლატვიაში- 29,6%, ლიტვაში- 28,9%, იტალიაში - 28,2%, ხორვატიაში (27,9%), ესპანეთში (36,3%), უნგრეთში.

ყველაზე ნაკლებია ღარიბი მოქალაქეა დანიაში - 17,2%, შვედეთში - 17,7%, შვეიცარიაში - 17,8%, ავსტრიაში - 18%, გერმანიაში - 19%, მალტაში - 19,2% და პოლონეთში - 19, 5%. სიღარიბის ზღვარს მიღმა ევროკავშირის მოსახლეობის 8,1% ცხოვრობს.

ევროსტატის კრიტერიუმების მიხედვით, ამ კატეგორიაში შედის ყველა ის ადამიანი, ვისაც 2 დღეში ერთხელ მაინც ხორცის და თევზის ჭამის, სარეცხი მანქანის, მობილური ტელეფონის, და ტელევიზორის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნია. უკიდურესად ღარიბთა ყველაზე მცირე რაოდენობაა შვედეთში - მოსახლეობის 0,8%.

ევროპაში ყველაზე ღარიბები რუმინეთში და საქართველოში ცხოვრობენ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 5% ცხოვრობს დღეში 1,9 დოლარზე ნაკლებ თანხაზე. რუმინეთში ასეთი კატეგორიაა 5,7%. ამავე დროს სიღარიბის ზღვარს მიღმა საქართველოში მოსახლეობის 21,9% ცხოვრობს - ეს თითქმის იმდენია, რამდენიც ევროკავშირში უბრალოდ ღარიბია, მაგრამ არა ღატაკი (23,76%).

ევროსტატის მონაცემებით, ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მოლდოვა - მისი მშპ მსყიდველობითო უნარის პარიტეტის მიხედვით 5 661 დოლარია. საქართველო ამ არც თუ ისე საპატიო რეიტინგში მე-5 ადგილზეა (10 747), და ამ მაჩვენებლით უსწრებს უკრაინას (8 713), სომხეთს (9456), და კოსოვოს (10 515 დოლარი). აუთსაიდერთა 10-ულში საუკეთესო პოზიციები აქვს აზერბაიჯანს - 17 492 დოლარი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები