ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
haqqin.az: თბილისის საავიაციო ქარხნისთვის საუკეთესო პოტენციური ინვესტორი - აზერბაიჯანია
2 თებერვალი, 2022, 11:15
haqqin.az: თბილისის საავიაციო ქარხნისთვის საუკეთესო პოტენციური ინვესტორი -  აზერბაიჯანია

თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა შესაძლოა სამხედრო თვითმფრინავები საქართველოსგან შეისყიდის - წერს ამერიკული გამოცემა Forbes.

2021 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თურქულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თურქეთი საქართველოსგან 50 სამხედრო თვითმფრინავის შესყიდვას გეგმავს.

 ოფიციალურმა პრესამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა, ავიაციის საკითხებში თურქი ექსპერტის ტოლგა ოზკების თქმით, შესაძლოა თურქეთმა იყიდოს საფრენი აპარატები თბილისის საავიაციო ქარხნისგან, შემდეგ კი, ახალი შეიარაღება და ავიანოკა დააყენოს და მიჰყიდოს აზერბაიჯანს.

ამ ეტაპზე საქართველოს 50 კი არა, 5 ახალი, სრულფასოვანი თვითმფრინავის წარმოების საშუალება არ გააჩნია, თუმცა, საავიაციო ქარხანას ამბიციური და შორს მიმავალი გეგმების აქვს - კერძოდ, საბჭოთა „სუ-25“-ს ბაზაზე საკუთარი თვითმფრინავის Ge-31 Bora-ს წარმოება, თანაც რუსული ნაწილების გარეშე.

ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება უცხოური ინვესტიციების და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია, და ამ კუთხით შესაძლო პარტნიორებს შორის უკრაინა და ისრაელი განიხილებიან.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო საიტი haqqin.az მიიჩნევს, რომ ინვესტიციების კუთხით საავიაციო ქარხნისთვის საუკეთესო პოტენციური პარტნიორი სწორედ აზერბაიჯანია.

„ბაქოს შეუძლია ამ პროექტის დაფინანსება და Tbilisi Aircraft Industries-სთან კონტრაქტის გაფორმება თურქული შეიარაღებით აღჭურვილი ახალი გამანადგურებლის Ge-31 Bora-ს შექმნაზე“ - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ haqqin.az ხშირად ახმოვანებს ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას სხვადასხვა საკითხებში, ამიტომაც ეს მოსაზრება როგორ მინიმუმ საყურადღებოა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები