ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება
1 თებერვალი, 2022, 11:24
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება 2 თებერვალს, 14-დან 16 საათამდე, პუშკინის სკვერში გაიმართება.

ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიშა ბახსოლიანი. ისინი  სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ.

ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი წიგნის შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით, სკვერში განთავსებული თაროდან შეძლებენ. წიგნიდან მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი მათ ეს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ.

თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები