ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Netflix ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
28 იანვარი, 2022, 13:28
Netflix ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

თბილისი (GBC) -  მოსამართლემ არ დააკმაყოფილა Netflix ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ!

ამასთან დაკავშირებით, დღეს, 28 იანვარს, 14:00 საათზე სასტუმრო „რედისონში“ (Bell Room 3) გაიმართება პრესკონფერენცია „ნონა გაფრინდაშვილი - ნეტფლიქსის საქმის“ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.

 

კონკრეტულად,  მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით.

 

*** შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა, უმსხვილეს სტრიმინგს Netflix-ს მის მიმართ შეურაცხმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ედავება. საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის  კულმინაციურ ეპიზოდში, ჭადრაკის დიდოსტატის უმნიშვნელოვანესი კარიერული მიღწევის შესახებ მიზანმიმართულად გაჟღერდა ცრუ ინფორმაცია, რომ მას მამაკაც მოჭადრაკეებთან  არასდროს უთამაშია; ამავდროულად სერიალში იგი მოხსენიებულია, როგორც რუსი მოჭადრაკე (ცნობისთვის, Netflix უმსხვილესი სტრიმინგ და მედია მაგნატია).

 

Netflix-მა გამოხატვის თავისუფლებაზე დაყრდნობით სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ნონა გაფრინდაშვილს უფლებების დაცვისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია.

*** პროცესის მიმდინარეობისას დაიკითხა სერიალის სცენარისტი და პროდიუსერი სკოტ ფრენკ  - (ცნობილი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, რომლის ნაშრომები მრავალჯერ არის წარდგენილი ოსკარსა და ემიზე). ქ-ნი ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატების განმარტებით, კოტ ფრენკი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე  ლეგენდარული მოჭადრაკის კარიერული მიღწევების შესახებ - ამგვარი აღიარება ადასტურებს Netflix-ის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას.

*** Უდავო ფაქტია, რომ ნონა გაფრინდაშვილი 1950-იანი წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა მამაკაცთა ტურნირებზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით და 1960-იანი წლებიდან მონაწილეობს და იგებს პრესტიჟულ საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები