ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დეპოზიტების დაზღვევამ ბანკებს ხარჯი 3 მლნ-ით გაუზარდა
27 იანვარი, 2022, 18:36

თბილისი (GBC) - იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 480 მლნ ლარზე მეტია. წლის ბოლოსთვის ნავარაუდევია, რომ ეს თანხა 510 მილიონს გადააჭარბებს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ჯამში კომერციული ბანკების ანგარიშებზე განთავსებულ ფიზიკური და იურიდიული პირების 5 მლრდ ლარზე მეტ დეპოზიტს აზღვევს. რაც მთლიანი დეპოზიტების დაახლოებით 14%-ია. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელიბიზნესპარტნიორთანსაუბრისას განმარტავს, მთლიანობაში იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევისთვის საბანკო სექტორს ხარჯი წლიურად 3,2 მილიონი ლარით გაეზარდა.

 სადაზღვევო ზღვარი, ფიზიკური პირების მსგავსად, იურიდიული პირების შემთხვევაშიც 15 000 ლარია. 2023 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სადაზღვევო ზღვარი გაიზრდება, თუმცა რა მოცულობამდე, ჯერჯერობით რთული მსჯელობის საკითხია,“ - აცხადებს ოთარ ძიძიკაშვილი.

 შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო კი 2018 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. დასაწყისში სააგენტო მხოლოდ 5 000 ლარამდე მოცულობის დეპოზიტების დაზღვევას ახორციელებდა, შემდგომში კი ეს ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები