ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებისთვის 2022 არც კარგი იქნება და არც ცუდი
27 იანვარი, 2022, 18:10
ბანკებისთვის 2022 არც კარგი იქნება და არც ცუდი

 თბილისი (GBC) - საბანკო სექტორისთვის 2022 2021-ზე უკეთესი არ იქნება, მაგრამ არც სხვა წლებზე ცუდი.  2022-ის ლოკალურ და გლობალურ გამოწვევებზე საქმიან დილაში (TV პირველი ) პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა, მათ შორის გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე,  რუსეთ-უკრაინის მოვლენებზე და სამეზობლოში მოსალოდნელ სანქციებზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა აშშ-ში განაკვეთების ზრდის მოლოდიონზეც, რასაც განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება მოყვება.

მან პანდემიის მართვაში სებ-ის მართებულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. 2020-ის დასაწყისშივე მარეგულირებელმა როგორ შეაქმნევინა ბანკებს დამატებითი რეზერვი, რამაც დამატებითი წნეხისგან დაიცვა. ის საფინანსო ბაზრის დასტაბილურების და გაჯანსაღების გაგრძელაბას ელის. თუმცა შენელებული ტემპით. რადგან წინა წელს პროცესი სამთავრობო სტიმულებით, ბიუჯეტის დეფიციტით იყო წახალისებული. ეკონომიკის გაჯანსაღებაში არანაკლები როლი ჰქონდა საბანკო სექტორს.

 ამასთან შენელება მონეტარული პოლიტიკითაც იქნება განპირობებული, რომელიც ინფლაციიდან გამომდინარე გამკაცრებულია. რაც სეხების ზრდის ტემპზეც იმოქმედებს. ინფლაცია და გაზრდილი სასაქონლო ფასები, მათ შორის ნავთობზე  ეკონომიკაზე აისახება.

პაპუნა ლეჟავას თქმით, 2021 წელი  უპრეცედენტო იყო  ბანკების მომგებიანობით.  კაპიტალზე 30%-იანი უკუგება  (ROE) უიშვიათესია.

 ბანკები კაპიტალზე მომგებიანობით 

 

 01.01.2021                                                                           01.01.2022

6.08%

საქართველოს ბანკი

37.63%

3.42%

თიბისი ბანკი

36.12%

1.82%

პროკრედიტ ბანკი

27.34%

-10.84%

ტარა ბანკი

21.26%

-13.56%

ხალიკ ბანკი

19.85%

-13.65%

ქართუ ბანკი

18.54%

2.54%

ბაზისბანკი

16.38%

-7.24%

ვითიბი ბანკი

16.34%

-5.26%

ლიბერთი ბანკი

14.26%

ყარო: სებ-ი და ბანკები 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები