| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კითხვაზე არის თუ არა ამჟამად საქართველოში დემოკრატია გამოკითხული რესპოდენტების 50% ამბობს, რომ არა. რესპოდენტების 39% თვლის რომ კი ხოლო დარჩენილი წილი ამბობს რომ არ იცის.
არსანიშნავია რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერების მოსაზრებით საქართველოში დემოკრატია. ოცნების მხარდამჭერებიდან მხოლოდ 24% ამბობს რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის. ხოლო რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერებს მათი გამოკითხული რესპოდენტების 74% თვლის რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
ამასთან, მოქალაქეები ამბობენ, რომ პარლამენტი მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არ მუშაობს (53 პროცენტი); 52 პროცენტს ასევე არ სჯერა, რომ თუ პარლამენტის წევრს მათ დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ეტყვის, ის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. მოსახლეობის მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ პარლამენტს მოქალაქეებთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს.
არსებული პოლარიზაციის ფონზე, მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80 პროცენტი ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს.
NDI-ის კვლევა 7-13 დეკემბერის პერიოდში ჩატარდა. სულ 2,099 ინტერვიუზე დაყრდნობით. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss