ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
UGT IT ინდუსტრიაში კვლავ მონოპოლისტია
გიგა თვაური
26 იანვარი, 2022, 15:41
UGT IT ინდუსტრიაში კვლავ მონოპოლისტია

თბილისი (GBC) - კომპანია UGT-მ 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში 11.8 მლნ ლარის 32 სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა.

მათ შორის, ყველაზე ძვირიანი ტენდერი კომპანიამ დეკემბერში მოიგო, რომლითაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას 3.7 მლნ ლარად საინფორმაციო სისტემების და სერვერების ინსტალაციასა და მომსახურებას გაუწევს.

2022 წლის იანვარში გამოცხადებულ 2 ტენდერში კი კომპანია UGT უკონკურენტო იყო. სახელმწიფო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოცხადებული ტენდერები, სადაც მან გაიმარჯვა, ჯამში 140 ათასი ლარის ღირებულებისაა. ტენდერის მიზანი პროგრამული და სერვერული მომსახურებაა.

UGT საქართველოს ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო.

კომპანიის 100%-იანი წილი შპს ,,იუ-ჯი-თი ჯგუფს’’ ეკუთვნის, რომელის მფლობელთა სტრუქტურა ასეთია:

გრიგოლ ჭირაქაძე 85%

ერმილე სულაძე 5%

გურამ ხოჯანაშვილი 5%

გიორგი მაისურაძე 5%

„იუ ჯი თი ჯგუფის“ საკუთრებაში 17 სხვადასხვა კომპანია ექცევა, მათ შორის, სხვადასხვა IT მიმართულების კომპანიებთან ერთად, კავკასუს ინვესტმენტ გრუპი, Pcshop.ge, აუთსორს კომპანია, საგანმანათლებლო, საკონსულტაციო, სერვერული, ბათუმის იახტ კლუბი და ა.შ.

ამავე დროს, საკუთარი დატა-ცენტრის მეშვეობით, კომპანია ორგანიზაციებს აწვდის Microsoft Azure Stack-ზე დაფუძნებულ უახლეს ქლაუდ სერვისებს.

UGT-ს 50-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის HPE, Dell Technologies, Microsoft, Check Point, IBM, Oracle და სხვა კორპორაციები.

კომპანიის 2020/2019-ის ფინანსური შედეგები კი ასეთია:

       

 2020

  2019

ამონაგები

   171,1

  162.5

საერთო მოგება

     33.9

   29.6

სულ კაპიტალი

     24.9

   21.8

წმინდა მოგება

     11.1

    10

მლნ ლარი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები