| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 2021 წელს, წინა წლის მსგავსად ტოპ 5 ექსპორტიორ კომპანიაში ,,სს რუსთავის აზოტი’’ მოხვდა. (2021 წლის ექსპორტის ტოპ 5: RMG Copper, ჯორჯიან მანგანეზი,რუსთავის აზოტი, სტიილ ინტერნეიშენალ ტრეიდინ კომპანი,Caucasian Metals Terminal.)
რუსთავის აზოტმა 2020 წელს ტოპ 5 ექსპორტიორებში მოხვედრის მიუხედავად, აღნიშნული წელი ზარალით დაასრულა.
2020 წელს კომპანიის საკურსო სხვაობიდან მიღებულმა ზარალმა 16.6 მლნ ლარი შეადგინა.
რუსთავის აზოტის 2020/2019 ფინანსური შედეგები: :
| 2020 | 2019 |
სულ აქტივები | 300 | 201 |
შემოსავალი | 343.7 | 364.9 |
სულ კაპიტალი | 23.1 | 22.5 |
წლის მოგება | (617) | 33.5 |
მლნ ლარი
,,სს რუსთავის აზოტი’’ 2016 წელს დაფუძნდა (როგორც სააქციო საზოგადოება). კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზოტის სასუქების და ოქროს გამოტუტვის პროდუქტების წარმოებაა.
კომპანიის ძირითადი პროდუქტებია სოდიუმის ციანიდი და ამონიუმის ნიტრატი,რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს და სოფლის მეურნეობასა და სამთო მრეწველობაში გამოიყენება.
კომპანიის აქციების 100%-ს სს EUInvestments-ი ფლობს რომლის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე ეფრემ ურუმაშვილია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss