ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სტარტაპ ნაკრები - Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის
25 იანვარი, 2022, 13:28
სტარტაპ ნაკრები  - Facebook რეკლამაზე ქეშბექი ახალი ბიზნესებისთვის

თბილისი (GBC) - ბიზნესის დაწყებისთანავე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაციაა. ეს კი ხარჯებთანაა დაკავშირებული და სტარტაპმა ზუსტად უნდა განსაზღვროს ციფრულ სამყაროში რეკლამის გაშვებისას, რა სარგებელი დაუბრუნდება მას.

სტარტაპ ნაკრებ, VISA ბარათით გადახდისას Facebook რეკლამაზე დახარჯული თანხის 10%-ის დაბრუნებას შეძლებენ სტარტაპერები ყოველი თვის ბოლოს, ქეშბექის სახით.

"ამ შეთავაზების ფარგლებში, ბიზნესები შეძლებენ, დაიბრუნონ იმ თანხის 10 პროცენტი, რომლითაც ფეისბუქზე რეკლამას შეიძენენ. ეს ინიციატივა სტარტაპერისა და VISA-ის თანამშრომლობით ხორციელდება, შესაბამისად, ჩვენი მიზანი ახალი ბიზნესების მხარდაჭერაა", - ამბობს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი, სოფო კახიძე.

ახალი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა სტარტაპ ნაკრებიც, რომელიც მათ როგორც ფინანსურ, ისე არასაბანკო მომსახურებას ხელსაყრელი პირობებით სთავაზობს. ბიზნესისთვის ყველა საჭირო საბანკო პროდუქტი თიბისიმ ერთ ნაკრებში გააერთიანა 5 ლარის სანაცვლოდ.

ამ მიმართულებით ქართული ბიზნესების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია VISA-სთვისაც, რომელიც უკვე წლებია, თიბისის პარტნიორია.

VISA ქართული ბიზნესის ერთგული მხარდამჭერია. ბიზნეს ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ჩვენი ეგიდით არაერთი პროექტი თუ კამპანია ხორციელდება. ჩვენთვის, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება, მათთვის VISA-ს რესურსების, ინოვაციური პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების შეთავაზების გზით. ჩვენი და თიბისი შეთავაზება განსაკუთრებულია, რაც გულისხმობს ანტრეპრენერების სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერას, კერძოდ — ბიზნესის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში", - აღნიშნავს VISA-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძე.

ციფრულ ეპოქაში რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველაზე ეფექტური პლატფორმა სწორედ სოციალური მედიაა. ამ გზას კიდევ უფრო ეფექტურს და მომგებიანს ხდის ქეშბექის აქცია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეთავაზებაა.

თიბისისა და VISA-ს თანამშრომლობა მხოლოდ სტარტაპერის ფარგლებში შეთავაზებული ქეშბექით არ შემოიფარგლება. VISA თიბისის გადახდის სისტემების ექსკლუზიური პარტნიორია და განვლილი წლების განმავლობაში ამ პარტნიორობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები