| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში აუქციონის გარეშე 2 ტენდერში ,,შპს ვმგ’’ იმარჯვებს.
უქციონის გარეშე 2022 წლის კონსოლიდირებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 5 იანვარს დასრულდა.
ორივე ტენდერი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ავეჯისა და საოფისე ინვენტარის შეძენას.
კერძოდ. ტენდერი რომელიც საოფისე ავეჯის შეძენას ითვალისწინებდა, 2.16 მლნ ლარის ღირებულებისაა (საწყისი ფასი 2.4 მლნ იყო) და ითვალისწინებს 228 სახელმწიფო დაწესებულებისთვის 11,514 საოფისე სკამისა და 7,611 საოფისე რბილი სკამის მიწოდებას.
ხოლო, ტენდერი რომელიც ტუმბოს, კარადებისა და სამუშაო მაგიდების შესყიდვას ითვალისწინებს, 1.7 მლნ-ად გამოცხადდა და ტენდერში ვმგ-მ 1.56 მლნ -ად გაიმარჯვა.
ეს ტენდერი კი 208 სახელმწიფო სტრუქტურისა და ორგანიზაციისთვის 3,971 ცალი სხვადასხვანაირი მაგიდის, 4,537 სხვადასხვანაირი კარადის და 1,223 ტუმბოს შესყიდვას ითვალისწინებს.
კომპანია ,,ვმგ’’’-ს ამ დრომდე არცერთ სახელმწიფო ტენდერსა და აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია.
,,შპს ვმგ’’ 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი 2021 წლის იანრვიდან ზაქარია შოშიაშვილია( იქამდე ვაჟა გორდიაშვილს ეკუთვნოდა).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss