ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი Sarajishvili Tower-ში $ 5 მლნ ინვესტიციას დებს
24 იანვარი, 0022, 15:12

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს , რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანიაბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს- Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებული კომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი აშშ  დოლარია. აქედან საქართველოს ბანკის საინვესტიციო წილი კი  5.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

 ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთრომელიც  მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია პროფესიონალთა გუნდი, გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე და ენერგოეფექტური მასალები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გამწვანებულ და დაცულ ეზოს,  ომფორტულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას; პანორამული ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესო ხედებს, შესანიშნავ ლოკაციას და კომერციულ ზონას. მოხარული ვართ, რომ ამ პირობების გარდა, გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს საქართველოს ბანკთან ერთად ბინისგარანტირებული შენაძენით“ ყიდვა შევთავაზოთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ მაჭარაშვილმა.

 „გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, ბანკი მომხმარებელს ზარალს  მაქსიმალურად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3kJyqaN 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები