| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე ყველა განთავსებაში მონაწილეობისთვის მზადაა, მათ შორის Covered Bond-ში. სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს ბაზრის ქცევის პროგნოზირება უჭირს, ასევე საინვესტივიო შესაძლებლობების შესაძლო გაფართოებაზე სებ-ის გაცხადებულ ვერსიასაც არ ადასტურებს.
"ჩვენ გვაინტერესებს ყველა ემისია კორპორაციული ბონდების რაც ქართულ ბაზარზე მოხდება და ყველა მათგანში მივიღებთ მონაწილეობას რომელიც შეესაბამება ჩვენს საინვესტიციო მანდატს, ანუ საინვესტიციო მოთხოვნებს რაც გაწერილია კანონში. ფიქსირებული შემოსავლების ინსტუმენტებში სჯობს ლარში ინვესტირება, ხოლო აქციებში ჯობს უცხოურ ვალუტაში ინვესტირება“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
კაპიტალის ბაზრის მოსალოდნელი აქტივობები ქონებით უზრუნველყოფილი ბონდების შესახებ კანონპროექტს უკავშირდება (Covered Bon), რომელიც პარლამენტმა მალე უნდა დაამტკიცოს.
ამით საპენსიო სააგენტოს საპენსიო დანაზოგების არსებულ განაკვეთზე მეტი სარგებლით (+40-50 საბაზისო პუქტი) დაბანდების შესაძლებლობა უჩნდება. ამ დროისთის ფონდის მოცულობა ₾2.1 მლრდ-ია, დარიცხული სარგებელი ₾276 მლნ. ძირითადი განთავსებებია ბანკის სადეპოზიტო ანგარიშებზე (სქემაში 9 ბანკია). მომგებიანობა ფონდის გაშვების დღიდან (01.01.2019) დღემდე 32%-ია (ინფლაციის გარეშე 6%).
სებ-ი საშუალოვადიანი პერიოდში Covered Bond-ებში საპენსიო ფონდის 1 მილიარდის განთავსებას პროგნოზირებს. პოლიტიკის დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებსაც აანონსებს. საპენსიო ინვესტრებაში კი შეზღუდულია 10%-იანი რეგულაციით, თუმცა დაბალი რისკის გათვალისწინებით შეზღუდვა მოიხსნება (წყარო: ბიზნესპარტნიორი)
პოტენციური ემიტენტები, საქართველოს ბაზარზე ყველაზე მსხვილი ბანკების ტოპ მენეჯერები Covered Bond-ით კაპიტალის ბაზარზე ცვლილებებს არ ელის , რადგან ინვესტორი და ემიტენტი მხარეები კვლავ ბანკი, სახელმწიფო და ფონდი რჩება. თუ ახლა საპენსიო დანაზოგების ბანკების დეპოზიტებშია და გადაინაცვლებს ბანკების ბონდებში. ბანკები რეფინანსირების სესხებს სებ-ისგან პორტფელის უზრუნველყოფით თუ იღებენ, მომავალში ბონდებს დააგირავებენ. როგორც ბანკირები ამბობენ სებ-ი ამით თავის რისკს იმცირებს .უფრო მაღალი ხარისხის გირაოს იღებს. ბანკირებს არ აქვთ იმედი, რომ Covered Bond-ით ლარის ახალ მსესხებელს მოიძიებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss