| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მშენებლობისთვის
საწირო მასალების ფასი ზრდას განაგრძობს. საქსტატის მონაცემებით, ჯამში წლიურად მშენებლობისთვის
საჭირო მასალები 23%-ით არის გაძვირებული. კერძოდ, ფასი 30%-ზე მეტად არის გაზრდილი
შენობები და ნაგებობები და შენობების და ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებზე; კომუნალური ობიექტების სამშენებლო სამუშაოები ასევე
33%-ზე მეტადაა გაძვირებული; სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები 33.5%-ით
გაძვირდა; 38%-ზე მეტად გაძირდა სამშენებლო მოედნის მოწყობა.
მშენებლობის
ინდექსის ზრდას ძირითადად ის ფაქტი განაპირობებს რომ ქვეყანაში მშენებლობისთვის საჭირო
ნედლეულის უმეტესობა იმპორტირებულია. მიუხედავად ფასის ზრდისა, უძრავი ქონების ბაზარზე
მოთხოვნა მაღალია და ტრანზაქციების რაოდენობა აღემატება როგორც 2020 ასევე 2020 წელსაც.
მშენებლობასთან
ერთად ძვირდება სამრეწველო პროდუქციის წარმოებაც - 2021 წლის დეკემბერში სამრეწველო
პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით გაიზარდა,
ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 20.3 პროცენტიანი ზრდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss