ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სერტიფიცირებულია
18 იანვარი, 2022, 16:44
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სერტიფიცირებულია

თბილისი (GBC) - ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით  რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. საქართველოში მოქმედი ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტებებიდან ქუთაისის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სერტიფიკატი მიიღო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აეროპორტებისა და აეროდრომების განახლებული დადგენილების თანახმად, აეროპორტის ექსპლუატანტების სერტიფიცირებას 5 ეტაპად ახორციელებს. ყველა ეტაპი, ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანია -  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით გაიარა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტი იყო პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

 ,,მოხარულები ვართ, რომ წელს პოზიტიური ინფორმაციით ვიწყებთ. ქუთაისის აეროპორტმა რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ეს დოკუმენტი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რათა ოპერირება იყოს უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისიამ შეამოწმა და ადგილზე შეაფასა ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. დარწმუნდა რა, რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათ მიერვე გაცემული წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახანს, ფრენების უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დავასრულეთ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენი ზოლისა და ბაქანის გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართელოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ადგილობრივი აეროპორტები გადიან.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები