ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
$2.3 მლრდ ფულადი გზავნილების სახით - ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება
17 იანვარი, 2022, 14:48
$2.3 მლრდ ფულადი გზავნილების სახით - ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ირიცხება

თბილისი (GBC) - 2021-ში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით რეკორდული თანხა 2.3 მლრდ დოლარზე მეტი მიიღო. აქედან 229.5 მლნ დოლარი საქართველოში დეკემბერში გადმოირიცხა რაც 1 თვის განმავლობაში ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.7% მოდიოდა.

ჩარიცხვებიდან ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. კერძოდ დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 39.7 მლნ დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზე იტალიაა საიდანაც 37.8 მლნ დოლარი ჩაირიცხა.

2021 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (103.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის დეკემბერის (24.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.1%-ით მეტია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები