| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Georgian Airways ახალ ინვესტორს ეძებს. კომპანიის შეთავაზება უკვე განთავსდა Business Brokerage-ის
ვებ-გვერდზე. ამ კომპანიის CEO კი ავიაკომპანიის ყოფილი გენერალური
დირექტორი რომან ბოკერიაა. ბოკერიამ georgian
Airways რამდენიმე თვის წინ დატოვა. საქართველოს ავიახაზებს
ამ დროისთვის 176 მლნ ლარი დავალიანება აქვს და გადახდიუუნარობის საქმის წარმოების
მოთხოვნით კომპანიამ სასამართლოს უკვე მიმართა. კომპანიას დავალიანება აქვს როგორც
იურიდიული, ასევე ფიზიკური პირების მიმართაც.
კომპანია „აირზება“, იგივე ქართული ავიახაზები
1993 წელს დაფუძნდა. რომან ბოკერია განმარტავს, რომ ეროვნულ ავიაკომპანიას მხოლოდ
49%-იანი წილის გაყიდვის უფლება აქვს იმ ქვეყნებზე, რომლებიც „ღია ცის ხელშეკრულების“
მონაწილეები არ არიან, 51% კი ქართული მხარის ხელში უნდა დარჩეს. კომპანიის 100% $150 მილიონად ფასდება.
„ინვესტორებს ვთავაზობთ “Equity
Partnerships” მაქსიმუმ 49% წილის მფლობელობით. ხოლო რაც შეეხება იმ ქვეყნის რეზიდენტებს,
რომლებიც არიან ევროპის "ღია ცის ხელშეკრულების" წევრები, მათ შეუძლიათ საქართველოს
ეროვნული ავიაკომპანიას 100% წილის მფლობელები გახდნენ“, - ამბობს ბოკერია.
„რაც შეეხება „ჯორჯიან ეარვეისი“-ს ფასს
150,000,000 აშშ დოლარს, ეს არის „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ შეფასებით მინიმალური
ფასი. მოგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში მივედი „ჯორჯიან ეარვეისში“. ამ დროისათვის
საქართველოს ეროვნული ავიაციას გააჩნდა ფინანსურ-ეკონომიკური განვითარების უმაღლესი
პარამეტრები. სამწუხაროდ, უკვე 2019 წლის ივლისის თვეში რუსეთმა აკრძალა ყველა პირდაპირი
რეისი და კომპანიას 45% შემოსავალი წაართვა. გაყიდული ბილეთების დაბრუნებით და გაუქმებული
რეისების ზარალის ანაზღაურების დასაფარავად კომპანიამ $30,000,000 ზარალი მიიღო. ხოლო
შემდეგ კოვიდის შედეგად თითქმის 2 წლის განმავლობაში ფაქტიურად გაჩერებულმა ავიაკომპანიამ
მიიღო მძიმე ფინანსური მდგომარეობა. დღევანდელ უმძიმეს კრიზისულ გარემოშიც, რუსეთის მიმართულებით ფრენების
აკრძალვისა და კოვიდ პანდემიის შეზღუდვების
შედეგად მიღებული კატასტროფული ფინანსური ზარალის მიუხედავად, თამაზ გაიაშვილი ყველანაირი
გზით ახერხებს შეინარჩუნოს თანამშრომლები და გადაარჩინოს ავიაკომპანია.
ავიაციის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შექმნილი სიტუაციიდან ძალიან ადვილი გამოსავალი არსებობს - საქართველოს მთავრობამ უნდა შეისყიდოს საქართველოს ეროვნული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“-ს 30 ან 50 პროცენტი წილი, რაც ავიაკომპანიას მისცემს საშუალებას, კერძო სექტორის ინვესტიციების სახით, მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან აუცილებელი ფინანსები“, - ამბობს ბოკერია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss