| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - როდესაც ეროვნული ბანკი ახალ საკოლექციო
მონეტას უშვებს, ტრადიციულად საჩუქრად გადავცემთ გამორჩეული ღვაწლის მქონე ადამიანებს,
ვისი მოღვაწეობაც მონეტის თემას მიესადაგება. ეს გადაწყვეტილება ყოველთვის ხანგრძლივი
ფიქრის და მსჯელობის საგანია. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ თამარ მეფის მონეტის შემთხვევაში,
გადაწყვეტილება მყისიერი და ერთსულოვანი იყო.
ქალბატონი ნონა - პირველი დიდოსტატი ქალი
მოჭადრაკე და მრავალგზის ჩემპიონი, რომელიც თამარ მეფის მსგავსად, ტოლს არ უდებდა მამაკაცებს
იმ დარგში, სადაც ქალის მასშტაბური წარმატება წარმოუდგენელი იყო. მან ქალთა ჭადრაკი
მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანა და საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით წარმოაჩინა.
ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან თამარის საკოლექციო მონეტის
გადაცემა მისი საქვეყნო ღვაწლის სიმბოლური აღიარებაა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა,
რომ მონეტის მთლიანი თანხა ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ძალისხმევით შეგროვდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss