ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააკაშვილის უკანონო ვიზიტზე 4 პირი იკითხება
13 იანვარი, 2022, 13:15
სააკაშვილის უკანონო ვიზიტზე 4 პირი იკითხება

თბილისი (GBC) - მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 4 ბრალდებული დაიკითხება - ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.ისინი  დამსწრეთ ექსპრეზიდენტის შემოსვლის გეგმას გააცნობენ.

 

„უკრაინის მოქალაქემ, ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და იმყოფება დღეს საქართველოში - ამაზე მყარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძის ჩვენებებს, ეს არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ შემოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიაზე. მოცემულ შემთხვევაში, მათი მტკიცებულებები ამყარებს გარემოებას, რომ სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა.

 

დაცვის მხარე უნდა ჩამოყალიბდეს ცომაია, წოწორიები და ნარიმანიძე არიან გმირები, თუ მათი ჩვენება არაფრისმომცემია. მაქვს მოლოდინი, რომ დღეს დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას მტკიცებულებების უდავოდ გახდომის თაობაზე და აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხავს ელგუჯა ცომაიას, წოწორიებს და ნარიმანიძეს, რომლებიც მზად არიან სააკაშვილის თანდასწრებით მისცენ სასამართლოს ჩვენება. ელგუჯა ცომაიამ დახმარება გაუწია სააკაშვილს საზღვარზე უკანონოდ შემოსვლაში, რაც შეეხება წოწორიებს და ნარიმანიძეს, ისინი ადასტურებენ, რომ ნახეს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არ განაცხადეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოში”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

 გამოძიება  1 ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები