ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აირზენა 21 მლნ-იანი აქტივით 170 მლნ ვალს ვერ ემსახურება
11 იანვარი, 2022, 14:02
აირზენა 21 მლნ-იანი აქტივით 170 მლნ ვალს ვერ ემსახურება

თბილისი (GBC) - აირზენას (ჯორჯიან ეარვეისი) გადახდისუუნარობის პროცესი დაიწყო და სხვა გახმაურებული საქმეებივით წლობით არ გაჭიანურდება. რადგან ახლადამოქმედებული კანონი ზღუდავს.  როგორც იცით  უზრუნველყოფილი კრედიტორი კვლავ სარგებლობს უპირატესი უფლებით (GIZ საკუთრების უფლების დაცვის ფუნდამენტურ ნორმას აღიარებს), თუმცა რეაბილიტაციის გეგმის შემუშავებაში უზრუნველყოფილი კრედიტორის ხმასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ცვლილება ხმების თანაბრად გადანაწილებას და რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების ვადის შემოსაზღვრას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები გაურკვეველი ვადით ვეღარ გაახანგრძლივებენ პროცესს.  მაგ: „გუდვილის“ რეაბილიტაცია. რომელიც 2022 -ში სრულდება. 2014 წელს დაიწყო და 1 წელია, რაც მე-6 რიგის კრედიტორების გასტუმრების პროცესია, რომელთა მიმართ 25 მლნ-მდე დავალიანება იყო.

 ავიაკომპანიას, ₾175 მილიონის დავალიანება აქვს. რაც 8-ჯერ აღემატება და აქტივების ღირებულებას - ₾ 21 მლნ.

მენეჯმენტის რეაბილიტაციის გეგმით, მხოლოდ მომგებიან ფრენები უნდა შესრულდეს (ამსტერდამი, თელ-ავივი და მინსკი) ეს ოთხი რეისი წლიურად  $7,3 მლნ  მოგებას მოიტანს, და 1 მლნ -ზე მეტს ასევე სეზონური და ჩარტერული რეისებიდან ები.

 “ჯორჯიან ეარვეისს” აქვს ვალდებულებები 70-ზე მეტ სააგენტოს, მიმწოდებლების და 16,168 მგზავრის წინაშე, რაც დასტურდება განაცხადზე დართული უწყისით. https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFE1manbt4o4VX0YP69jwcV2xH44jlOITd9reBD6yOckA


განჩინებით  განსაზღვრულია კომპანიები, რომელთა მიმართ დავალენბის მიუხცედავად ავიაკომპნია სერვისების მიწოდება არ უნდა შეუწყდეს,   მათ შორისაა UK Aircraft Limited-ი, რომლისგანაც “ჯორჯიან ეარვეისმა” 2016 წლის 5 ივლისს ბოინგ 737-ის მარკის თვითმფრინავის ლიზინგის ხელშეკრულება გააფორმა. ასევე კომპანია გააგრძელებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საწვავის მიღებას, ანალოგიური ვალდებულება დაეკისრა Shell Nederland-საც, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში საწვავის ოპერატორია. მომსახურების მიწოდების გაგრძელება დაევალა შპს “ტავ ურბან ჯორჯიას”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” მინსკის და ამსტერდამის აეროპორტებს და სხვა კომპანიებს. (წყარო: ბიემჯი)


განჩინებაში აღნიშნულია, რომ უმძიმეს ფინანსურ კრიზისი ავიაკომპანია პანდემიამ და რეგულაციებმა ჩააგდო, რაზეც დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა,  პანდემნიაშივე დაიჩივლა და მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ დატუქსა, ჯარიმით და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობითაც დაემუქრა "საგანგებო მდგომარეობაა და ეს, არავის უნდა დავიწყებოდა", -   გახარიამ ბიზნესის ექსპროპრიაციაზე განცხადებისას (2020 წ) ისიც დასძინა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორს კარგად უხდიდა.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები