| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, მოემზადონ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის.
ფონდის თქმით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ ნაბიჯს შესაძლოა ფინანსურ ბაზრებზე რყევები, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება მოყვეს.
გასულ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტმა საპროცეტო განაკვეთების შესაძლო ზრდა მარტში დააანონსა.
მისივე თქმით, სისტემა მზადაა, უფრო აგრესული ნაბიჯები გადადგას ინფლაციის წინააღმდეგ.
„აშშ-ის სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე ადრე გაზრდამ შესაძლოა მთელს მსოფლიოში ფინანსური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს“, – ნათქვამია IMF-ის განცხადებაში.
IMF-ის თქმით, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, სადაც ინფლაციის წნეხი მაღალია ან ინსტიტუტები სუსტია, უნდა იმოქმედონ სწრაფად და ყოვლისმომცველად. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა მისცენ ვალუტას გაუფასურების საშუალება, ხოლო ბენჩმარკ საპროცენტო განაკვეთებს ზრდის. "თუ სავალუტო ბაზრებზე მოუწესრიგებელი პირობების წინაშე აღმოჩნდებიან, საკმარისი რეზერვების მქონე ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ ინტერვენცია იმ პირობით, რომ ეს ინტერვენცია არ ჩაანაცვლებს გამართლებულ მაკროეკონომიკურ კორექტირებას".
ამავე დროს, აცხადებენ, რომ ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის გამკაცრებაზე ინფლაციური წნეხის შესაკავებლად, პოლიტიკის გეგმების მკაფიო და თანმიმდევრული კომუნიკაციით, შესაძლოა საზოგადოება უფრო მეტი გაგებით მოეკიდოს ფასების სტაბილურობის დაცვის აუცილებლობას.
ფონდში ვარაუდოებენ, რომ აშშ-ის ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება, ხოლო ინფლაცია შენელდება. ფონდის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი 25 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss