ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტოპ 5 პროდუქტი, რომლითაც ყაზახეთთან ვვაჭრობთ
გიგა თვაური
10 იანვარი, 2022, 19:44
ტოპ 5 პროდუქტი, რომლითაც ყაზახეთთან ვვაჭრობთ

თბილისი (GBC) - ყაზახეთთან საექსპორტო პროდუქტებში მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა ლიდერობს.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ყაზახეთში $19,7 მლნ-ის 1809 მსუბუქი ავტომობილი ექსპორტირდა. მეორე ადგილზე ღუმელები და კამერებია, რომელთა ჯამურმა რაოდენობამ იმავე პერიოდში $14,7 მლნ შეადგინა.

ექსპორტში მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლებია $11,3 მლნ-ის ოდენობით. მეოთხეზე $9,3 მლნ-ის ღირებულების ცენტრიფუგები (აგრეგატები, სითხის ან აირის საფილტრავი, გასაწმენდი), ხოლო მეხუთე ადგილი კი $8,9მლნ-ით ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა დაიკავა.

რაც შეეხება ყაზახეთიდან იმპორტს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ხუთეულში საპარსი საშუალებები და დეოდორანტები ლიდერობს $3,5 მლნ-ით.

მეორე ადგილზეა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები $1,1 მლნ. იმპორტში მესამე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს $1,09 მლნ-ით. მეოთხე ადგილზე $1,01 მლნ-ით სატვირთო ავტომობილებია, ხოლო მეხუთეზე კი $0,9 მლნ-ით ტრანსფორმატორები და ელექტრული გარდამქმნელები.

2021 წლის იანვარ-ნოემბერში ყაზახეთთან საგარეო ვაჭრობამ $103 მლნ შეადგინა, აქედან $18 მლნ იმპორტის წილია, ხოლო $85 მლნ ექსპორტის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები