ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ვითიბის საცალო ბიზნესს ნათია თხილაიშვილი უხელმძღვანელებს
6 იანვარი, 2022, 17:23
 ვითიბის საცალო ბიზნესს ნათია თხილაიშვილი უხელმძღვანელებს

თბილისი (GBC) - 2022 წლიდან, ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ნათია თხილაიშვილმა  დაიკავა. რომელიც, ასევე, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.  ვითიბიმდე,  ნათია, პროკრედიტ ბანკში  დირექტორატის წევრი იყო და მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს.

”მინდა მივულოცო ნათიას ვითიბი ბანკის გუნდის წევრობა და  წარმატება ვუსურვო თავის მომავალ საქმიანობაში.  2022 წელს, ახალი სტრატეგიით და განახლებული ხედვით  ვხვდებით, რომლის ერთ -  ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი მომხმარებლისთვის სასიამოვნო საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა.  მიხარია, რომ ნათია ამ პროცესის ნაწილი გახდება თავისი  ღირებული ცოდნით და გამოცდილებით.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო ვალერიან გაბუნიას 14 წლის განმავლობაში ჩვენი ბანკის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის  სამომავლო საქმიანობაში,“ - განაცხადა ვითიბის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები