ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიმდინარე ანგარიში ტურიზმმა დააბალანსა
გიგა თვაური
5 იანვარი, 2022, 22:41
მიმდინარე ანგარიში ტურიზმმა დააბალანსა

თბილისი (GBC) - Galt&Taggart საქსტატის წინასწარი მონაცემებს ეხმაურება და კვირის მიმოხილვაში ეკონომიკის ანალიზს აკეთებს. 

2021 წლის ნოემბერში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდის ტემპი 12%-მდე დაჩქარდა წინა თვის 6.9%-იანი ზრდის შემდეგ. ამასთან მშპ 3.4%-ით არის გაზსრდილი 2019 წლის ნოემბერთან შედარებით. ნოემბერში ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის,ტრანსპორტის,ხელოვნება,გართობა,დასვენება,ვაჭრობის,სასტუმროები,რესტორნები და საფინანსო სადაზღვეო საქმიანობების დარგებში. კლებაა მხოლოდ მშენებლობის დარგში. ჯამურად,2021 წლის პორველ 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა (+3.7% 2019წლის პირველ 11 თვესთან შედარებით).

Galt&Taggart საბანკო სექტორზეც საუბრობს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის ნოემბერში წლიურად 10.8%-ით (-0.7% თ/თ)გაიზარდა და 41,4 მლრდ ₾ შეადგინა.ამასთან გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით,სესხების პორთფელის წლიურმა ზრდამ ნოემბერში 16.4% შეადგინა (+1.2% თ/თ). 

მიმდინარე ანგარიში: სებ-ის მიხედვით 2021 წლის 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წლიურად 35.5%-ით შემცირდა და მშპ-ის 7.2% შეადგინა(მშპ-ის 133.2% იყო 2020წლის მე-3 კვარტალში).მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება ძირითადად განაპირობა მომსახურების ბალანსის გაუმჯობესებამ,რასაცტურიზმის სექტორის აღდგენამ შეყწო ხელი. (ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა Q3-2021 $566 მლნ შეადგინა,რაც Q3-2019 წლის 50.2%-ია).

ამასთან Galt&Taggart აღნიშნავს,რომ მე-3 კვარტალშიმიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებისმნიშვნელოვანი წყარო სხვა ინვესტიციები იყორომელმაც 477.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (მშპ-ის9.3%). ამასთანწმინდა პირდაპირმა უცხოურმაინვესტიციებმა 216.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინარაცმშპ-ის 4.2%-იაჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეშიმიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ- 9.7% შეადგინა (12.1% იყო 2020 წლის პირველ 9 თვეში).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები