ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021
4 იანვარი, 2022, 15:32

თბილისი (GBC) - საქართველოში პირველად, ბუღალტერთა კავშირისა და საქართველოს ფინანსისტთა და ბუღალტერთა ინსტიტუტის ორგანიზებით ფინანსისტთა და ბუღალტერთა დაჯილდოება 2021.

 აღნიშნული დაჯილდოების მიზანი იყო პროფესიის, პრესტიჟისა და ფინანსური სექტორის მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართო აუდიტორიისთვის მიწოდება, აღრიცხვის დარგში მომუშავე სპეციალისტების ერთგვარი წახალისება და მათი წვლილის წარმოჩენა ეკონომიკის განვითარებაში. ჯილდო კი აფასებს ფინანსური, საგადასახდო და ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ნომინაციებში წარდგენილები იყვნენ გამორჩეულად წარმატებული ორგანიზაციები, ფინანსისტები და ბუღალტრები.

აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ 9 სხვადასხვა ნომინაციაში.

გამარჯვებულები არიან:

-          რეგიონებში ფინანსური აღრიცხვის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილი - თამარ ედიშერაშვილი

-           განსაკუთრებული წვლილი კორპორატიულ ფინანსურ განათლებაში -  საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია

-          ფინანსური კრიზის მართვა და ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილი  - სოფიო მაჭარაშვილი

-           საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაცია - კომპანია “ციტადელი”

-          წლის საუკეთესო ტრენინგი ფინანსებსა და მენეჯმენტში - ევროპის ბიზნეს სკოლა & consulting-ის Ceo პროგრამა Top მენეჯერებისთვის

-           ოქროს GIFA - ნომინაციაში აუდიტი 2021 - ზურაბ მამფორია

 

-           ოქროს GIFA - ნომინაციაში მენტორი 2021 - მინდოდი ბერულავა

 

-          ოქროს GIFA - ნომინაციაში ბუღალტერი 2021 - ლუიზა თავყელიშვილი

 

-          ოქროს GIFA - ნომინაციაში ახალგაზრდა ბუღალტერი 2021 - ნინი ბეჟაშვილი

გარდა დაჯილდოებისა, ბუღალტერთა კავშირის დამფუძნებელმა და დირექტორმა ტატა ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ორგანიზაციის წლიური ანგარიში და სამომავლო სამოქმედო გეგმა, რომელიც ემსახურება სფეროს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და საქართველოს მიღწევების საერთაშორიოს ასპარეზზე წარმოდგენას და გატანას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო და საჯარო სექტორის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახურის, საპენსიო სააგენტოს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების და სტრუქტურების წარმომადგენლები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები