ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გაუფასურებული ლირა ლარს ვერაფერს დააკლებს
3 იანვარი, 2022, 15:12
გაუფასურებული ლირა ლარს ვერაფერს დააკლებს

თბილისი (GBC) - თურქეთში ინფლაცია 20-წლიან მაქსიმუმზეა.თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, (წყარო: საზმაუ) 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში ინფლაციის დონემ 36,08%-ს მიაღწია. 

 

 ამასთან, ეროვნული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის (PPI) ზრდამ თვიურად 19,08 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიურად 79,89 პროცენტი, რამაც იმპორტზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

 

ინფლაციის გამო, ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სატრანსპორტო სექტორშია (+53,7%Y.Y), ხოლო კვების პროდუქტებზე ფასები 43,8%-ით გაიზარდა.


ინფლაციის ზრდა ლირის გაუფასურებამ განაპირობა. ექსპერტები არ ელიან, რომ თურქულმა ვალუტა ქართულსაც ჩაითრევს, ვალუტებს შორის არსებული პოზიტიური კორელაციის გათვალისწინებით. იგულისხმება  2 ფაქტორი. მთლიან იმპორტში თურქეთის წილი და ლარის გამყარების ტრენდი ლირასთან.

 

ლირა/ლარის კურსი გარკვეულ გავლენას კი ახდენს თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბალანსზე, მაგრამ აღსანიშნია, რომ  თურქეთიდან იმპორტი პირველ რიგში სხვა ქვეყნებიდან იმპორტს უწევს კონკრენციას. თურქული იმპორტი არ წაგვლეკავს. ამასთან, სავაჭრო ბალანსი მშპ-ზრდაზეა დამოკიდებული და არა გაცვლით კურსზე.

 

დასუსტებული ლირა არ იწვევს საქართველოში იმპორტის მატებას. ზრდის მხოლოდ თურქული იმპორტის წილს, რითაც კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნებს და არა ადგილობრვ მწარმოებლებს. ექსპორტში კი, დასუსტებულ ლირასთან ლარის ბმის მიზეზები არ იკვეთება. 

 

თურქეთის მთავრობის გატარებული ღონისძიებების შედეგად, იანვრის დასაწყისში თურქული ლირა მცირედით გამყარდა. თუმცა  მოსახლეობისთვის და კომპანიებისთვის ელექტროენერგიის და გაზის გაძვირება მაინც მოუწიათ.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები