ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სიგარეტის მოწევა ნავშიც იკრძალება
30 დეკემბერი, 2021, 20:16
 სიგარეტის მოწევა ნავშიც იკრძალება

თბილისი (GBC) - თამბაქოს მოწევა გაშლილ ზღვაშიც იკრძალება. პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც თამბაქოს მოხმარება იკრძალება ტაქსიში, სანაოსნო საშუალებებში, ასევე ავტომობილში არასრულწლოვნის გადაყვანისას

 კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ვლადიმერ კახაძის განმარტებით, თამბაქოს მოხმარება აკრძალული იქნება ტაქსისა და ნებისმიერ სანაოსნო საშუალებაში.

 თამბაქოს მოწევა ასევე აკრძალული იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში – ავტომობილში თუ არასრულწლოვანი მგზავრობს.

კანონს დაემატა ტერმინი – „ბრენდის გაფართოება“. დაწესებულება ვალდებული იქნება, იმ შენობა-ნაგებობაში ან/და ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა, არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, აეროზოლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმისა და საფერფლის განთავსება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები