ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სახელმწიფო ინსპექტორს თანამდებობა გაუუქმეს
30 დეკემბერი, 2021, 19:52
სახელმწიფო ინსპექტორს თანამდებობა გაუუქმეს

თბილისი (GBC) - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“  შესატან ცვლილებზე მესამე მოსმენით იმსჯელა და 81 ხმით მიიღო.

 

კანონს ეცვლება სათაური  და მისი სახელწოდება იქნება  „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური; სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

 

კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები