| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - შპს ,,ტოიოტა
კავკასია’’ 2021 იანვარ-ნოემბრის მონაცემებით ადგილს ტოპ 5 ექსპორტიორ კომპანიაში კარგავს. მას შპს ,,სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი’’ ანაცვლებს.
იმავე პერიოდში, ექსპორტიორთა ხუთეული შემდეგნაირად
გამოიყურება - სს RMG Copper, შპს ჯორჯიან მანგანეზი, სს რუსთავის აზოტი, შპს სტიილ
ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი და შპს Caucasian Metals Terminal. 2020-ის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, ხუთეული ტოიოტა კავკასიის გარდა, უცვლელია.
2020 წლის ანგარიშგებით, ტოიოტა კავკასიას მომხმარებელთა
ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავალი $167.5 მლნ-ია, რაც 33.7%-ით ნაკლებია 2019 წლის
მონაცემზე (2019-$256.6 მლნ). ამავე ანგარიშით, კომპანიის წლის მოგება $9.55 მლნ-ია,
რაც 45.7%-ით ნაკლებია 2019 წლის პერიოდზე (2019-$17.6 მლნ).
მიუხედავად ასეთი ვარდნისა, კომპანია 2020 წელს ტოპ
5 ექსპორტიორ კომპანიაში მაინც ფიქსირდებოდა, თუმცა, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით,
ის ტოპ 5-ში აღარ ფიქსირდება.
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში
$418 მლნ შეადგინა, ჯამში 57,982 ერთეული ავტომობილი, რაც წლიურად 15% -ით და
56.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად. (2020 იან-ნოემ- $365მლნ-37,019).
,,სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი’’ 2018 წელს
დაფუძნდა, რომლის 100%-იანი წილი გიორგი ჭელიძეს ეკუთვნის. კომპანიის საქმიანობა ფეროსილიკომანგანუმით,
კოქსით, ქვანახშირით და სხვა ლითონებით ვაჭრობაა. მან 2019 წელს შეიძინა შპს ,,საქნახშირი’’-ს
100%-იანი წილი.
|
ტოიოტა კავკასია |
2020 |
2019 |
|
შემოსავალი |
167.5 |
252.6 |
|
მთლიანი მოგება |
9.55 |
17.6 |
|
სრული აქტივები |
64.2 |
79 |
|
სულ კაპიტალი |
47.3 |
37.7 |
მლნ $
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss