| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის 28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში
მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 170 500 000
ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.840 პროცენტით, მაქსიმალური 9.940
პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.865 პროცენტით განისაზღვრა.
მთავრობის
სხვადასხვა ვადიანობის ქაღალდები სებ-ს,
რეზიდენტ და არარეზიდენტ ბანკებს უჭირავს.
2022
წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო
ფასიანი ქაღალდების დაფინანსება 1.3 მლრდ ლარით იზდება და 2022 წლის ბოლოს ნაშთი 6.957 მლრდ ლარს მიაღწევს. 2021 წელს
კლებაა, 150 მლნ ლარით. შესაბამისად ნაშთი 5.657 მლრდ ლარამდე მცირდება.
შიდა
ვალის 1.3 მლრდ -ით გაზრდა ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული
ბანკებისგან უფრო მეტი ვალის აღებას,
1-დან 10 წლამდე ვადით. გაზრდილი მიწოდება გაუძვირებს თუ არა მთავრობას საბიუჯეტო სახსრებით ნასესხებ სესხებს,
ბაზარი ჯერ არაფერს ამბობს. სებ-ის დეკემბრის მპკ-მდე უცნობია, მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი გაიზრდება თუ 10.5% -მდე გამკაცრებული დარჩება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss