ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბაჟო საგანგებო რეჟიმში მუშაობს
27 დეკემბერი, 2021, 21:22
საბაჟო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

თბილისი (GBC) - შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო-გამშვები პუნქტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დარიალის ხეობაში დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,  საგანგებო რეჟიმში მუშაობს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი.“

 

ასევე, საგანგებო რეჟიმში სრული დატვირთვით მუშაობს ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტი, რადგან საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი კომპანიების ავტომობილების მძღოლები რთული მეტეოროლოგიურ ვითარების თავიდან ასაცილებლად საზღვრის კვეთის პროცედურების განხორციელებისთვის სწორედ  ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს ირჩევენ.

  

აღნიშნული პუნქტის გავლით,  ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით 600-მდე სატვირთო ავტომობილის გატარება მიმდინარეობს. 26 დეკემბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში,  ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა (თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი), რეკორდულად მაღალი მაჩვენებელის, 750-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის  გატარება შეძლეს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საგრძნობლად  გაზრდილია საერთაშორისო ტვირთბრუნვის წლიური მაჩვენებელი, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი მუშაობს სრული დატვირთვით და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან სრული კოორდინაციით ხდება საერთაშორისო ტვირთების გადამზიდავი ავტომობილების უსაფრთხო გატარების პროცესის მონიტორინგი.

 

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ვითარების შესახებ, ინფორმაციას შემოსავლების სამსახური მუდმივად მიაწვდის საზოგადოებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები