| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, ასევე მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში დღეს საღამოს გაიხსნება.
„საახალწლო სოფელში“ 14 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება. განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, სინთეტიკური ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.
დღის საათებში
საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტას მსვლელობა და საბავშვო
გასართობი შოუკონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური
ბენდებისა და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.
საახალწლო სოფელი
14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუთი დაიხურება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss