ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ინფლაციური მოლოდინები გაუარესებულია
23 დეკემბერი, 2021, 14:37
ინფლაციური მოლოდინები გაუარესებულია

თბილისი (GBC) – სებ-ის აგვისტოს ინფლაციური მოლოდინები გაუარესდა, ეკონომიკური ზრდის კი გუმჯობესდა.  განახლებული  სცენარებით (საბაზსიო, ოპტიმისტური პესიმისტური)  ეკონომიკური აქტივობა  დააჩქარებს ზრდას და 2022 წელს  საბაზისო სცენარით ეკონომიკა, აგვისტოში მოსალოდნელ  4.5%-ის, ნაცვლად 5%-ით, ოპტიმისტურით, კი 6%-ით გაიზრდება. პესიმისტური სცენარით + 2% -ია მოსალოდნელი  (08/2021 – 4.5%; 5.0%; 2.0%) . 

 

წელს კი როგორც მთავრობამაც დაანონსა ორნიშნაა ზრდაა (10%), რომელმაც  აგვისტოს ოპტიმისტური სცენარიდან, ნოემბრის პროგნოზის საბაზისო სცენარში გადაინაცვლა.

 ინფლაციის პროგნოზში, სამიზნე 3%-თან მიახლოება 2022-ისთვის არც საბაზისო  სცენარში  ჩანს და არც ოპტიმისტურში.  2022  წელს  ინფლაცია 7%-ის  (საბაზისო)  და 5.5%-ის (ოპტიმისტური სცენარი) ფარგლებშია მოსალოდნელი და  2023 წლისთვის უახლოვდება სამიზნეს.

პესიმისტური სცენარით 8% -ია 2022 წელს მოსალოდნელი და 2024 წელს უახლოვდება სამიზნეს (3%). ამავე სცენარით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი 2023 წლის ბოლომდე ნარჩუნდება.

 ინფლაციის სამახალისებლად კი კურსის გაუფასირებიდან მომდინაე იმპორტირებული პროდუქციის ფასები და შუალედური საწარმოო დანახარჯევბის ზრდა სახელდება.

 რატომ არის პესიმისტური სცენარი საქართველოს სხვა ქვეყნებზე ასე პესიმისტური და რატომ აღემატება ინფლაცია ამ დროისთის 12%-ს  სებ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე განმარტა, რომ შოკია განსხვავებული, ტურიზმზე დამოკიდებულ ქვეყნისთვის.

 გვენეტაძემ ფასების სტაბილურობის 2 მახასიათებელზე გაამახვილა ყურადღება: ყოვლისმომცველობა და განგრძობითობა. ყოვლისმომცველობა არის მაგრამ განგრძობითობა არ არის და ოპტიმისტური სცენარიც ამას ეყრდნობა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები