ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია
23 დეკემბერი, 2021, 12:28
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვაზე აცხადებს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს.

ამგვარად, უკვე მარტივად და კომფორტულად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს საგრძნობლად უმარტივებს მათ ყოველდღიურ ოპერაციებს.

დეტალურად, თუ როგორ გამოიჩინოთ სხვა ბანკის ანგარიშები ბიზნეს ინტერნეტბანკში:~




„ხშირად, ფიზიკურ პირებთან შედარებით, ბიზნესს მეტად ესაჭიროება რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან ერთდროულად თანამშრომლობა, რათა მომხმარებელს უკეთესი მომსახურება გაუწიოს. სწორედ ამიტომ, ღია ბანკინგის ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული პირებისთვის. საწყის ეტაპზე, ისინი შეძლებენ ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში იხილონ. 2022 წლიდან კი, ღია ბანკინგი ახალ ეტაპზე გადავა და უკვე გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერციები, როგორიცაა: გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის  სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები