| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა - 5,5%, ინფლაცია კი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, ლარის კურსის 5%-იანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა, - თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.
2021 წლის მე-2 კვარტალში ეკონომიკისა და საზღვრების გახსნასთან ერთად, დანაზოგების გახარჯვა დაიწყო, რამაც ეკონომიკის ზრდას დამატებითი სტიმული მისცა. დანაზოგების შემცირებას ასევე ხელი შეუწყო უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების კლებამ.
პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დაჭირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის შემოდინებების წილი მცირეა. ასევე დაბალია ვიზიტების რაოდენობა შორი დისტანციიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss